ფეხბურთი

15:53 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “ბრიუგესთან” მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შემადგენლობაში ბრიუგეში გაემგზავრა.

16 აპრილს, “დნიპრო” უეფას ევროპის ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩს სტუმრად ბელგიის “ბრიუგესთან” ჩაატარებს. მომავალი შეხვედრა ბრიუგეში იან ბრეიდელის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ევროთასებზე ასპარეზობს. მან ხსენებულ ტურნირზე ერთი გოლიც გაიტანა. კერძოდ, შინ საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ (2:0) მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160802