ფეხბურთი

15:02 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე ორი კვირა ვერ ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე ორი კვირა ვერ ითამაშებს.

ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში სტუმრად შჩეცინის “პოგონთან” წაგებულ (0:2) მატჩში დაშავდა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონური პრესის ინფორმაციით, ქართველ შუახაზელს კუნთი დაუზიანდა და უახლოეს მატჩებში თანაგუნდელებს ამიტომ ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ძალამიძემ ექსტრაკლასაში 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.150515