ფეხბურთი

14:43 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ ყოფილ მწვრთნელთან სამი ქულა დაგეგმა

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 27-ე ტურში სტუმრად შჩეცინის “პოგონთან” ჩასატარებელ მატჩში სამი გოლი დაგეგმა. სხვათა შორის, “პოგონს” ჩესლავ მიხნევიჩი წვრთნის, რომელმაც თავისი დროზე ქართველი ფეხბურთელი “ვიძევში” მიიწვია. ეს კლუბი ძალამიძის პოლონურ კარიერაში პირველი იყო.

“მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. კონცენტრაცია რეაბილიტაციაზე და მომავალი მატჩისთვის ძალების აღდგენაზე გავაკეთეთ. იქ სამი ქულისთვის მივდივართ. პირველად ხდება რაც ამ კლუბში ვარ, რომ თამაშზე თვითმფრინავით მივემგზავრებით. ეს ჩვენთვის კარგია, რადგან ძალებს დავზოგავთ. მიხნევიჩი როგორც მწვრთნელი, ძალიან კარგად მახსოვს. “ვიძევში” ერთად ვმუშაობდით” – იუწყება ძალამიძის სიტყვებს “იაგიელონიას” ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გასულ ტურში შინ კრაკოვის “ვისლასთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩიც გაიხსენა:

“ბოლო მატჩის მოგება გვსურდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორეში კონცენტრაცია თავიდანვე დავკარგეთ. ორი გოლი გავუშვით და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. თუმცა, ანგარიში მაინც გავათანაბრეთ და საბოლოო ჯამში ქულითაც კმაყოფილი დავრჩით”.

0.14376