ფეხბურთი

14:09 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა “რეალიდან” წასვლა გამორიცხა

ინგლისური ფეხბურთის გრანდები “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” სამეფო კლუბის ცენტრალური მცველის რაფაელ ვარანის დამატებით არიან დაინტერესებულნი, თუმცა თავად ფეხბურთელმა სხვა კლუბში წასვლა გამორიცხა.

საფრანგეთის ნაკრების 21 წლის მოთამაშემ “რაიო ვალეკანოსთან” გამარჯვების შემდეგ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“სამეფო კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მხოლოდ “რეალზე” ვფიქრობ და მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული. მსურს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო თანაგუნდელებს”, - აღნიშნა ვარანმა.

რაფაელმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123423