ფეხბურთი

13:12 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი წელს პირველად ათამაშეს

მიმდინარე წელს ლადო დვალიშვილმა “ოდენსეს” პირველ გუნდში პირველად ითამაშა.

“ოდენსემ” დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში სახლში “ვესტსიელანდთან” 1:2 წააგო, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა 73-ე წუთიდან ითამაშა. 2015 წელს, მას თავის გამოჩენის შანსს მხოლოდ დუბლშემადგენლობაში აძლევდნენ. მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, სტუმრებმა კი, 50-ე და 59-ე წუთებზე გატანილი გოლებით გაიმარჯვეს. “ოდენსე” 25 ქულით 12 გუნდში მეათეა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ აინთან” 1:1 ითამაშა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. “ფახთაქორი” პირველ ტაიმის მე-20 წუთზე გოლის გაშვების მერე აგებდა, ხოლო ანგარიში შესვენებაზე გასვლამდე ბოლო წუთზე გაათანაბრა. 4-გუნდიან ჯგუფში “ფახთაქორი” 5 ქულით მესამეა.

რუმინეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში “კლუჟმა” თავის მოედანზე “ოცელულს” 1:0 აჯობა.

მასპინძელთა შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო და 70-ე წუთიდან ითამაშა. გამარჯვებულებმა ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გაიტანეს. “კლუჟი” 18 ქულით 18 გუნდში მეჩვიდმეტეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში “ზავიშამ”, სადაც გიორგი ალავერდაშვილი ირიცხება, შინ “პოგონს” 2:1 აჯობა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა 18-გუნდიან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ზავიშა” 26 ქულით 16 გუნდში ბოლოა.

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "კრასნოდართან" 1:2 დამარცხდა. სოლომონ კვირკველიას მასპინძლებში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, მამუკა კობახიძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. "რუბინი" 39 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112438