ფეხბურთი

20:07 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი შესაძლოა დიდ ფეხბურთს დაუბრუნდეს

“ბარსელონას” ლეგენდარული მცველი კარლეს პუიოლი შესაძლოა დიდ ფეხბურთს დაუბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს. გასულ წელს პუიოლმა მუხლის ტრავმის გამო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

წყაროს ცნობით, 36 წლის ესპანელმა მცველმა თითქმის ბოლომდე აღიდგინა დაზიანებული კოჭი. თუ პუიოლი ფეხბურთს დაუბრუნდება, მაშინ ის ყატარს ან აშშ-ს ლიგას მიაშურებს.

კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” 1999-2014 წლებში თამაშობდა. მან “ბარსას” მაისურით 392 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. პუიოლმა ესპანეთის ნაკრების მაისური 100-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101058