ჭადრაკი

14:22 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მეოთხეა, ჰოუ – პირველი

ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს 2570 პუნქტით მე-4 ადგილი უკავია. პირველი პოზიცია ჩინელ იიფან ჰოუს (2686) დაუთმო უნგრელმა იუდიტ პოლგარმა (2675), რომელიც აქტიურ ჭადრაკს კარგა ხანია ჩამოშორებული.

მოწინავე ათეულში ადგილები ასეა გადანაწილებული: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2686), იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2675), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (2570), ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2532), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2530), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529).

პირველ ასეულში ძაგნიძის გარდა, შემდეგი ქართველი მოჭადრაკეები მოხვდნენ: 14. ბელა ხოტენაშვილი (2513), 25. ლელა ჯავახიშვილი (2481), 30. ნინო ბაციაშვილი (2473), 36. სალომე მელია (2459), 38. ნინო ხურციძე (2457). 95. მერი არაბიძე (2374), 99. სოფიკო გურამიშვილი (2367).

განახლდა ვაჟთა კლასიფიკაციაც: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2863), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2802), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2798), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2798), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2794), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2791), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), ვესლი სოუ (აშშ, 2788), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2770).

ქართველთაგან ასეულში მხოლოდ ბაადურ ჯობავაა. მას 2699 პუნქტით ბაადურ ჯობავა 47-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115174