ჭიდაობა

13:57 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასეს

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც დაესწრო. მანუჩარ კვირკველიამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 23-28 მარტს პოლონეთის ქალაქ ვალბრზიხში ჩატარდა, ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მანუჩარ კვირკველია (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი): “პირველ ყოვლისა ვულოცავ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას. მადლობა მწვრთნელებს და სპორტსმენებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთესო, რომ ასეთ მაღალ დონეზე ეასპარეზათ. ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია. სამინისტროსთან ერთად მწვრთნელებს და მოჭიდავეებს მაქსიმალურ კონფორტს შევუქმნით. რამდენიმე ხანში “ფალავანთა კლუბის” გარემონტებას ვაპირებთ. ასევე მინდა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2016 წელს საქართველო ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს”.

შალვა ბედინეიშვილი (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი): “მადლობა ბიჭებს, ფედერაციას, სამინისტროს. სპორტსმენებმა ყველაფერი იღონეს, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ამ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვუძღვნით”.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “ვულოცავ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას. ჩვენი მოჭიდავეებისგან ყოველთვის ველოდებით გამარჯვებებს. ფედერაციამ და მწვრთნელებმა დიდი შრომა გასწიეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ჩვენ მოჭიდავეების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ. ასევე მინდა ჩვენ ახალგაზრდა მორაგბეებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა მივულოცო”.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ებროწონაშვილი (74 კგ) და ომარ გუსოშვილი (97), ვერცხლის მედლები მოიპოვეს ზურაბ იაკობიშვილმა (65) და გიორგი მეშვილდიშვილმა. ბრინჯაო კი ბექა ბუჯიაშვილმა დაისაკუთრა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქრო და 3 ბრინჯაო დაისაკუთრა. ჩემპიონი ლაშა გობაძე (80 კგ) გახდა. ბრინჯაოს მედლები, ხვიჩა ჭითავამ (59 კგ), გიორგი დავითაიამ (66 კგ) და კუკური კირცხალიამ მოიგეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით მეორე დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112272