ფეხბურთი

17:41 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ჯეკოში 15 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ სიტის” შემტევის ედინ ჯეკოს გადაბირებას გეგმავს. იტალიური კლუბი მზადაა 29 წლის ბოსნიელ თავდამსხმელში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა ინგლისელები ჯეკოს 20 მილიონად აფასებენ.

ბოსნიელს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში შემტევმა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ედინ ჯეკო “სიტის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს, სადაც 125 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122612