ფეხბურთი

17:12 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ინგლისს და “ლივერპულს” დააკლდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელ დანიელ სტარიჯს ბარძაყის პრობლემა აქვს და შესაძლოა ერთი თვით უქმად ყოფნა მოუწიოს. აღნიშნული ინფორმაცია “სამი ლომის” თავკაცმა როი ჰოჯსონმა გაავრცელა.

სტარიჯი როის გაფართოებულ შემადგენლობაში გახლდათ შეყვანილი და ეროვნული გუნდის შეკრებაზეც მივიდა. სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ დანიელს ტრავმა აწუხებს და ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

“სამი ლომი” 27 მარტს “უემბლიზე” ლიტვის ნაკრებს ევროშესარჩევის მატჩში შეხვდება, ხოლო 31 მარტს ტურინში “იუვენთუს სთედიუმზე” იტალიის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ცენტრალურმა ფორვარდმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” “ენფილდზე” წაგებულ (1:2) პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში გოლი გაიტანა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონი სტარიჯს ტრავმიანობის გამო თითქმის გაუცდა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში ინგლისელმა 5 გოლი გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1083