ფეხბურთი

11:45 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომეროს ტოპგუნდში თამაში უნდა

იტალიის სერია A-ს გენუის “სამპდორიას” არგენტინელმა კარის დარაჯმა სერხიო რომერომ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდ გუნდში თამაში სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

“დიდ გუნდში თამაში მინდა. ივნისში გენუიდან წავალ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. არაფერს გამოვრიცხავ, არც იტალიაში დარჩენას, არც ინგლისსა ან ესპანეთში წასვლას”, - განაცხადა რომერომ.

28 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში “სამპას” რიგებში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა და ემილიანო ვივიანოს დუბლიორად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11024