ჭადრაკი

0:18 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი და არაბიძე მერვედფინალში იასპარეზებენ

სოჭში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მერვედფინალის საგზურები მოიპოვეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ. ორივე მათგანმა ძირითად მატჩში ანგარიშით 1.5:0.5 იმარჯვა.

უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალში მათი მეტოქეები იქნებიან: ლელა ჯავახიშვილის – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2551), ხოლო მერი არაბიძის – ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2537).

სამწუხაროდ, დასანანი მარცხი განიცადა სალომე მელიამ და ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშა. რაც შეეხება ბელა ხოტენაშვილს, მას დღეს, ტაი-ბრეიქებში მოუწევს ბრძოლა მერვედფინალის საგზურისათვის.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2513) 1:1 ჰუანგ ქიანი (ჩინეთი, 2473)

სალომე მელია (2459) 0.5:1.5 ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2527)

მერი არაბიძე (2374) 1.5:0.5 მარერო იანეტი (კუბა. 2322)

ლელა ჯავახიშვილი (2481) 1.5:0.5 ტან ჟონგი (ჩინეთი. 2487)

მეორე წრის ტაი-ბრეიქები დღეს, 16.00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11164