ფეხბურთი

16:29 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “რეალი” ფეხბურთელებს პირსახოცივით ისვრის”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ მადრიდის “რეალი” სატრანსფერო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება “სამეფო კლუბს” სურს.

“რეალით” არც დავინტერესებულვართ. არასდროს ჩავსულვარ მადრიდში და მათთვის არ მითქვამს: “უკაცრავად, პოგბას შეძენას ხომ არ ისურვებდით?”. მადრიდის “რეალი” ისეთი კლუბია, რომელიც ფეხბურთელებს პირსახოცივით ყიდულობს და შემდეგ პირსახოცების მსგავსად ისვრის.

ესპანურ კლუბს შეუძლია მუნდიალზე 6 კარგად ჩატარებული თამაშის გამო ფეხბურთელი იყიდოს. არ ვაპირებთ ასეთ კლუბთან თანამშრომლობას, რადგან პოგბას პოტენციალის გვჯერა. “რეალთან” მოლაპარაკებას არ ვწყვეტ, მაგრამ არც დამიწყია.” – განაცხადა მინომ.

რაიოლამ კომენტარის დროს კბილი ხამეს როდრიგესს გაჰკრა. კოლუმბიელი ფეხბურთელი 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით გახდა, შემდეგ კი “რეალმა” “მონაკოსგან” 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116139