ჭადრაკი

23:31 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-2 წრეში 4 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს

მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დამატებითი ტაი-ბრეიქები თითქმის ყველა ქართველი მოჭადრაკისთვის წარმატებული აღმოჩნდა!

შედარებით იოლად მოიპოვა მეორე წრის საგზური სალომე მელიამ. სალომემ 25-წუთიან პარტიებში ანგარიშით 1.5:0.5 დაამარცხა ინდონეზიელი ირინე ხარიშმა სუკანდარი.

ორივე 25-წუთიანი პარტია ფრედ დაასრულა მერი არაბიძემ ელიზაბეტ პეტცთან შეხვედრაში. მაგრამ, 10-წუთიანი ორივე პარტია მოიგო და შემდეგ წრეში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

ანალოგიურად, ფრედ დაასრულეს 25-წუთიანი შეხვედრები ლელა ჯავახიშვილმა და სოფო გურამიშვილმა. მათ შეხვედრაშიც 10-წუთიანებმა გამოავლინა გამარჯვებული. ჩემპიონატში მონაწილეობას უფრო გამოცდილი ჯავახიშვილი გააგრძელებს.

ამრიგად, მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის 6 ქართველი მონაწილიდან 4 გააგრძელებს ბრძოლას ტიტულისათვის.

მეორე წრეში ჩვენი ქალების მეტოქეები იქნებიან:

ბელა ხოტენაშვილი (2513) – ჰუანგ ქიანი (ჩინეთი, 2473)

სალომე მელია (2459) – ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2527)

მერი არაბიძე (2374) – მარერო იანეტი (კუბა, 2322)

და ტან ჟონგი (ჩინეთი, 2487) – ლელა ჯავახიშვილი (2481)

მეორე წრის პირველი პარტიები 20 მარტის 16.00 საათიდან დაიწყება.

0.123675