ფეხბურთი

21:55 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშმა შემადგენლობა დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც “ლუზიტანების” მაისურით ორ უახლოეს მატჩში ითამაშებენ.

ნაკრებში ერთადერთი ახალი სახე “ბელენენსეშის” 27 წლის მეკარე უგო ვენტურაა, რომელსაც ბეტოს ტრავმის გამო უხმეს და მესამე კიპერის როლს შეითავსებს.

სანტუშის რჩეულთაგან ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე ლისაბონის “სპორტინგში” ირიცხება.

სანტუშის 24-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები:
რუი პატრისიო (“სპორტინგი”), ენტონი ლოპეში (“ლიონი”), უგო ვენტურა (“ბელენენსეში”);
მცველები: ბრუნო ალვეში (“ფენერბახჩე”), ჟოზე ფონტე (“საუთჰემპტონი”), სედრიკი (“სპორტინგი”), პეპე, ფაბიო კოენტრაო (ორივე “რეალი”), ჟოზე ბოსინგვა (“ტრაბზონი”), ვიტორინო არტუნეში (კიევის “დინამო”), ელისეუ (“ბენფიკა”), რიკარდო კარვალიო (“მონაკო”);
ნახევარმცველები: ჟოაო მარიო, უილიამ კარვალიო (ორივე “სპორტინგი”), ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”), ტიაგო მენდეში (“ატლეტიკო”), ანდრე გომეში (“ვალენსია”), ვეირინია (“ვოლფსბურგი”), რიკარდო კვარეზმა (“პორტო”), დანი (“ზენიტი”);
თავდამსხმელები: ნანი (“სპორტინგი”), ედერი (“ბრაგა”), უგო ალმეირა (“ყუბანი”), კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”).

პორტუგალიის ნაკრები 29 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში დანიის ნაკრებს მიიღებს ლისაბონში, ხოლო ორ დღეში ამხანაგურ მატჩში კაპო ვერდეს გაეჯიბრებიან ეშტორილში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120304