ჭადრაკი

0:36 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი მეორე წრეში იასპარეზებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბელა ხოტენაშვილმა თურქ კუბრა ოზთურქთან მე-2 პარტია ფრედ დაასრულა და მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატის მე-2 წრეში იასპარეზებს.

სამწუხაროდ, პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე. 19 მარტს, ჩემპიონატში დამატებითი ტაი-ბრეიქების დღეა და შემდეგი ეტაპის საგზურისათვის 4 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს.

ქართველ მონაწილეთა შედეგები:

ნინო ხურციძე (2457) 0.5:1.5 ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2438)

სუკანდარ ხარისმა (ინდონეზია, 2415) 1:1 სალომე მელია (2459)

მერი არაბიძე (2374) 1:1 ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2479)

კუბრა ოზთურქი (თურქეთი, 2284) 0.5:1.5 ბელა ხოტენაშვილი (2513)

ლელა ჯავახიშვილი (2481) 1:1 სოფიკო გურამიშვილი (2367)

ტაი-ბრეიქები სტარტს 16.00 საათიდან აიღებს, ფორმატი კი ასეთია: ორი პარტია – 25 წუთს+10 წამი პირველივე სვლიდან; თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, კიდევ 2 პარტია 10წთ. +10 წმ.; თანაბარ ანგარიშზე ისევ 2 პარტია ემატება 5 წთ.+3 წმ. თუ კვლავ თანაბარი ანგარიში შენარჩუნდა, მერე უკვე საქმეში “არმაგედონი” (თეთრებს 5 წუთი, შავებს 4 წუთი +3 წმ. ყაიმზე შავები იმარჯვებენ) ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134714