ფეხბურთი

13:53 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: “საქართველოს ღირსების დაცვა ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია”

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს 2 შეხვედრას გამართავს. 25 მარტს ქართველი ჯვაროსნები მალტას გაეჯიბრებიან ამხანაგურად, 29 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს კახა ცხადაძის გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან გამართავს. ცხადაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, გამოძახებულ ფეხბურთელთა შორისაა ფორვარდი გიორგი მერებაშვილიც. ქართველ ფეხბურთელს საბერძნეთში დავუკავშირდით:

-გიორგი პირველ რიგში ნაკრებში გამოძახებას გილოცავთ. როგორი გრძნობაა, როცა ეროვნულ ნაკრებში გიწვევენ?

-დიდი მადლობა მოლოცვისთვის. საქართველოს ღირსების დაცვა ყველაზე დიდ მიღწევად, ენით გამოუთქმელ სიხარულად და სიამაყედ მიმაჩნია.

-გერმანიის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. შენი აზრით, საქართველოს პლანეტის მოქმედ ჩემპიონთან რა შანსი აქვს?

-რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს თამაში. ამას ზედმეტი კომენტარი არც სჭირდება, თუმცა მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეულად ვითამაშებთ და ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ. მთავარია, რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

-შენს კლუბში რა ხდება. ზოგადად საბერძნეთში ფეხბურთის კუთხით რომ ცუდი ვითარებაა ვიცით, ხომ არ აპირებ გუნდის გამოცვლას?

-ძალიან ცუდი ვითარებაა. ფაქტობრივად ოფი აღარ არსებობს. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. მიუხედავად ამისა, კარგ სეზონს ვატარებ. ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მაისამდე დიდი დროა დარჩენილი და მინდა, საუკეთესო არჩევანი გავაკეთო იმ კლუბებიდან, რომლებიდანაც შემოთავაზებები მაქვს.

-საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები გამოჩნდნენ - იაშვილი, ხიზანიშვილი... რას იტყვი ამ ტენდენციაზე და შენც ხომ არ აპირებ კარიერის მიწურულს საქართველოში დაბრუნებას?

-ძალიან კარგია და მივესალმები ასეთ ტრანსფერებს. აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატი გაძლიერდეს, განვითარდეს და ეს ტენდენცია ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემპიონატის წინსვლას. ეს კი თავისთავად საქართველოს ნაკრებსაც წაადგება. საქართველოს ჩემპიონატში ჩემი დაბრუნება გამორიცხული არაა, თუმცა, იმედია, ცუდად არავინ გამიგებს და “დინამოს” გარდა სხვა ქართულ კლუბში თამაში არც წარმომიდგენია და თუ ჩამოვალ ისევ “დინამოში”.…

0.119291