სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:22 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას გოლი, ლორიას ორი აღებული პენალტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გეორგე ჰაჯის “კონსტანტამ” გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა “კლუჟი.” დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა. 21 ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის კლუბი 11 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.

საბერძნეთის ჩემპიონატში “კერკირამ” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა “ოფი”. სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი ლორიამ, მერებაშვილი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. ქართველი მეკარის კარში სამი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პირველ შემთხვევაში ლორიამ მოგერიება მოახერხა, თუმცა დამატებაზე ზუსტად ითამაშა “კერკირას” მოთამაშე კონტოსმა. ქართველმა მეკარემ მეორე თერთმეტმეტრიანის აღებაც მოახერხა, ხოლო მესამე თერთმეტმეტრიანის დროს ლორია უძლური აღმოჩნდა. ლორიას ვიზავის სეივი არ შეუსრულებია, ქართველი მეკარის ანგარიშზე კი 5 მოგერიებაა.

პორტუგალიის პრიმეირალიგის 25-ე ტურში “ჟილ ვისენტე” შინ 0:1 დამარცხდა “მორეირენსესთან.” მასპინძელთა განაცხადში მყოფი ავთანდილ ებრალიძე მოედანზე მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე გამოჩნდა. 25 ტურის შემდეგ “ჟილ ვისენტე” სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე იმყოფება და ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა გროზნოს “ტერეკი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. განაცხადში მოხვდა მამუკა კობახიძე, თუმცა არ უთამაშია. “რუბინი” რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში “დნიპრომ” 1:0 დაამარცხა ზაპოროჟიეს “მეტალურგი.” ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე რომან ბეზუსის პასით 19 წლის ვალერი ლუკჩევიჩმა გაიტანა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა “დნიპროს” განაცხადში არ იმყოფებოდა. სატურნირო ცხრილში “დნიპრო” 37 ქულით მე-3 ადგილზეა.

დონეცკის “შახტარმა” 6:0 გაანადგურა დონეცკის “ოლიმპიკი.” დამარცხებულთა განაცხადში მოხვდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

დანიის რანგით მეორე ლიგაში “ორჰუსმა” გასვლით შეხვედრაში “აბ კოპენჰაგენი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე აბეკმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა. ქართველ ფეხბურთელებს დავით დევდარიანს, დავით სხირტლაძესა და მათე ვაწაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. 19 ტურის შემდეგ “ორჰუსი” 34 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114587
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X