ფეხბურთი

18:52 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პოგბას ფასი ღირს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის მიმართ ევროპული გრანდების მხრიდან ინტერესი მატულობს. ფეხბურთელის აგენტმა დონატო დი კამპლიმ “სქაი სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ მისი კლიენტი პოლ პოგბას ფასი ღირს.

“საფრანგეთში ჯოკონდას შემდეგ, არსებობს მარკო ვერატიც. იგი დღეისათვის ამ ქვეყანაში მოთამაშე ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელია.

ამბობენ, რომ პოგბა 100 მილიონი ღირს. მარკოსაც იგივე ღირებულება აქვს. იტალიაში დაბრუნება? – ამ ეტაპზე უტოპიას გავს. ვერატი პარიზში თავს კარგად გრძნობს, თუნდაც მის მიმართ დაინტერესებას საუკეთესო გუნდები იჩენდნენ”, - განაცხადა დი კამპლიმ.

მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წელს, “პესკარადან” გადავიდა და მას შემდეგ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ მას იტალიის სერია A-ში არასდროს უთამაშია.

0.102032