ფეხბურთი

12:13 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ  “ასტონ ვილას” 17 გულშემატკივარი დააკავა

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში “ასტონ ვილამ” “ვილა პარკზე” “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მოედანზე ბირმინგემელი გულშემატკივრები შევარდნენ და მინდვრის საფარი ხალხით დაიფარა.

აღნიშნული ფაქტი “ასტონ ვილამ” დაგმო და გამოძიება დაიწყო. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დაკავა და დიდი ალბათობით პასუხისგებაში მიცემულთა რიცხვი გაიზრდება.

ბირმინგემელი გულშემატკივრების საქციელის გამო “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ “ვესტ ბრომვიჩს” და ფეხბურთის ასოციაციას ბოდიში მოუხადა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს სასჯელი მაინც არ აცდება. თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ ინგლისური ფეხბურთის მესვეურები, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10555