ფეხბურთი

12:53 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოსნოში” ყველა ქართველმა ითამაშა, ლიპარტია თადარიგში დარჩა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ტიხვინის “ტოსნომ”, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, შეკრებაზე მეორე ლიგის “ბიოლოგ-ნოვოკუბანსკი” 3:0 დაამარცხა.

“ტოსნოში” მეკარე ნუკრი რევიშვილმა სრულად ითამაშა. მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე გურამ თეთრაშვილმა შეცვალა. თუმცა, 70-ე წუთზე ნავალოვსკი მოედანს კვლავ დაუბრუნდა. ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ მეორე ტაიმი ჩაატარა.

უკრაინის თასის 1/4-ფინალის პირველი მატჩი ლუგანსკის “ზორიამ” შინ კიევის “დინამოსთან” 1:2 წააგო. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127251