კალათბურთი

1:33 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” სანიკიძის “უნიკსთან” წააგო

საკალათბურთო ევროთასის პირველ მერვედფინალურ მატჩში გიორგი შერმადინის “კანტუმ” ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” უმასპინძლა და 64:70 დამარცხდა.

სანიკიძე ტრავმირებულია და თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, შერმადინმა კი 17:03 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

კანტუელთაგან 15 ქულა ჯონსონ-ოდომმა მიითვალა, 12 ქულა ჩააგდო ფელდეინმა, ხოლო უილიამსის მონაგარი 10 ქულა და 7 მოხსნა იყო. სამივე კალათბურთელი ამერიკელია.

“უნიქსის” მხრიდან ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა ფიშერმა, ხოლო ლენგფორდმა და ბიკოვმა 14-14 ქულა მოაგროვეს.

მერვედფინალის მე-2 მატჩი “უნიკსის” სარბიელზე 11 მარტს შედგება.

Loading...
0.12798