სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:03 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყურადღება “ჩელე არენისკენ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურის მთავარი მატჩი ქობულეთის “ჩელე არენაზე” გაიმართება, სადაც ბოლო დროს ლიდერებში გარეული ბათუმის “დინამო” წინა ტურში გალიდერებულ “დილას” უმასპინძლებს. საგაზაფხულო ეტაპი ორივე გუნდმა ჩინებულად, ორ-ორი მოგებით დაიწყო: ბათუმელებმა “მეტალურგს” (2:0) და “კოლხეთს” (2:0) სძლიეს, გორელებმა “ცხინვალს” (1:0) და “ტორპედოს” (2:1). ამათი ურთიერთშეხვედრაც საინტერესო უნდა გამოდგეს, ფავორიტს ნამდვილად ვერ დავასახელებთ.

“დინამო არენაზე” თბილისის “დინამო” “ზესტაფონს” დაუხვდება. წინა ტურში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ბოლო დროს უხერხულ მეტოქედ ქცეულ “სიონთან “ წააგეს და ლიდერობა “დილას” დაუთმეს, ამიტომ საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას და შესაძლოა, ლიდერობის დაბრუნებას ეცდებიან.

“ცხინვალი” “ვიტ ჯორჯიას” გაზაფხულზე უკვე მეორედ შეხვდება. 18 თებერვალს ქვეყნის თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ამათ ნამდვილი თრილერი მოაწყვეს “მიხეილ მესხზე.” სტუმარმა ვეტერინარებმა 5:4 გაიმარჯვეს. ახლა ცხინვალელები რევანშის აღებას ეცდებიან. მით უმეტეს, რომ შემდეგ “დილასთანაც” წააგეს, არადა, ევროთასებზე თამაში ამოუჭრიათ გულში.

აი, “მეტალურგი” კი შესაძლოა, ლანჩხუთში ვერ ჩავიდეს. კლუბი სავალალო მდგომარეობაშია, თვეობით აუღებელ ხელფასებს და საშინელ სავარჯიშო პირობების ახლა გზის ფულის პრობლემაც დაემატა...

მე-18 ტური

5 მარტი

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული:ვილი ისიანი (მეტალურგი)

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ზვ. ერქვანია, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი)

ქობულეთი.”ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებული:ვალერიან თევდორაძე (დინამო)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი)

ქუთაისი. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები:გივი იოსელიანი, ბექა ტუღუში (ორივე – ტორპედო)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, ა. ჟივიძე, დ. სანოზე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:3

ცხინვალი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო. 15:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე, ხ. გაგნიძე (სათადრიგო)

პირველ წრეში: 1:0

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები:თორნიკე მუმლაძე, დენის დობროვოლსკი (ორივე – ჩიხურა)

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

სამტრედია – სიონი (ბოლნისი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებულები:დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე – სიონი)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ. ყრუაშვილი, ი. კვირიკაშვილი, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:2

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ოთარ ხიზანეიშვილი, მიხეილ გაგოშიძე (ორივე – ზესტაფონი)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 3:2

6 მარტი

ზუგდიდი – კოლხეთი (ფოთი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებულები:გია ჩადუნელი (კოლხეთი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდი)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ბერულავა, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

1. დილა 17 10 4 3 25:14 34
2. დინამო თბ. 17 10 2 5 28:15 32
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 17 8 4 5 18:12 28
5. ცხინვალი 17 8 3 6 17:22 27
6. ჩიხურა 17 7 5 5 21:19 26
7. მეტალურგი 17 6 5 6 19:18 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 17 5 6 6 13:14 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 17 4 8 5 31:25 20
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
14. ტორპედო 17 3 8 6 18:20 17
15. სიონი 17 4 5 8 14:22 17
16. ვიტ ჯორჯია 17 3 4 10 16:23 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110138
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X