ფეხბურთი

20:49 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “პოგბა “ფიორენტინასთან” ითამაშებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ნახევარფინალში “ფიორენტინასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა და ჟურნალისტებს თავისი საკადრო გადაწყვეტილებები გაანდო.

“იტალიის თასი, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტურნირი უნდა მოვიგოთ.

პოგბა “ფიორენტინას” წინააღმდეგ ითამაშებს, სტურარო კი, უმჯობესია, სათადარიგოთა შორის დარჩეს. რაც შეეხება ბარცალის, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ. ვიდალი ფლეიმეიქერის პოზიციას დაიკავებს.

შევეცდები, იდეალური სასტარტო შემადგენლობა დავაყენო. მორატა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშს მიჩვეული არაა, ასე რომ, ძირითადში მის გამოჩენას ნუ ელით. ის უნდა გაიზარდოს. ასეთი მიდგომა ნორმალურია.” – განაცხადა ალეგრიმ.

იტალიის თასის ნახევარფინალის პირველი თამაში, რომელშიც “იუვენტუსი” “ფიორენტინას” უმასპინძლებს, 5 მარტს გაიმართება.

Loading...
სტატისტიკა
0.21266