ფეხბურთი

18:18 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ფინალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი ვარშავაში 27 მაისს გაიმართება. ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა Uefa.com-ზე 26 თებერვლიდან დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება.

ვარშავის სტადიონზე 56 000 ადამიანი ეტევა. გულშემატკივრებისთვის გამოყოფილია 44 000 ბილეთი. თითო ფინალისტი 9 500 ბილეთს მიიიღებს. ხოლო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის 25 000 ბილეთია ხელმისაწვდომი. დანარჩენი ბილეთები განსაზღვრულია ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტისთვის, ნაციონალური ასოციაციებისთვის, კომერციული პარტნიორებისთვის და სამაუწყებლო კომპანიებისთვის.

ბილეთის ფასი 4 კატეგორიადაა დაყოფილი:

I - 130 ევრო

II - 90

III - 65

IV - 40

უნარშეზღუდული პირებისთვის ბილეთის ფასი 40 ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122673