ფეხბურთი

17:20 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაქსველი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი მაქსველი პარიზულ კლუბთან კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივებას რამდენიმე დღეში აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას მცველის აგენტი მინო რაიოლა ავრცელებს.

"მაქსველი რამდენიმე დღეში პსჟ-სთან კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს"- მინო რაიოლას Le Parisien ციტირებს.

მინო რაიოლა ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ბლეზ მატუიდის აგენტია.

33 წლის მაქსველი 2012 წლიდან პარიზელთა ღირსებას იცავს, სადაც მცველმა 89 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106169