ფეხბურთი

18:28 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: “მზად ვარ ბარსელონამდე გავცურო”

იტალიური “პალერმოს” ახალგაზრდა თავდამსხმელი პაულო დიბალა აცხადებს, რომ “ბარსელონაში” თამაში მისი ოცნებაა.

21 წლის ფეხბურთელმა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში თავი 12 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. არგენტინელმა შემტევმა “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტის”, “იუვენტუსის”, “ნაპოლის”, “დორტმუნდისა” და “ბარსელონას” ყურადღება მიიქცია. თავად დიბალა აცხადებს, რომ მას კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება ურჩევნია.

“მინდა თუ არა “ბარსელონაში” გადასვლა? თუ ინტერესი იქნება, მზად ვარ ბარსელონამდე გავცურო”, – აცხადებს დიბალა, რომელიც “პალერმოში” 2012 წელს, არგენტინული “ინსტიტუტოდან” გადავიდა. იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1291