ფეხბურთი

12:49 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩერიშევი: ბერნაბეუზე სათამაშოდ ყველაფერს გავიღებდი

დენის ჩერიშევმა, რომელიც მადრიდის "რეალის" კუთვნილეება" და იჯარის წესით "ვილიარეალის" ღირსებას იცავს, "რეალისა" და ვილიარეალის" დღევანდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაფერს გაიღებდა"ბერნაბეუზე" სათამაშოდ.

"დღეს რთული შეხვედრა გველის და საწყენია, რომ კლუბებს შორის დადებული ხელშეკრულების გამო “რეალის” წინააღმდეგ თამაშის უფლება არა მაქვს, რაც ძალიან მწყინს - რას არ გავიღებდი, რომ მეთამაშა.” - განაცხადა ჩერიშევმა.

24 წლის დენის ჩერიშევს პრიმერადივიზიონის წლევანდელ გათამაშებაში 22 მატჩი და 4 გოლი დაუგროვდა.

მადრიდის "რეალის" და "ვილიარეალის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე იწყება.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11503