ფეხბურთი

11:52 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: ჩემ გოლებზე მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, შაბათს, "სანდერლენდთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის მიერ გატანილ გოლებზე უფრო მნიშვნელოვანი, სამი ქულის აღება იყო.


"მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ შეხვედრის მოგება იყო რაც შესანიშნავად მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით." - განაცხადა რუნიმ.

მანჩესტერელთა ათიანმა "სანდერლენდის" კარის აღება ორჯერ შეძლო, პირველ ჯერზე მან 66-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შეძლო გატანა, ხოლო მეორედ უკვე 84-ე წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

უეინ რუნის წლევანდელ პრემიერლიგაში 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი 50 ქულით მესამე ადგილზეა.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107058