ფეხბურთი

18:30 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ პრობლემები უკან მოიტოვა

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევმა ნახევარმცველმა ინტერნეტპორტალ sport.pl-თან განაცხადა, რომ თავს ფიზიკურად ძალიან კარგად გრძნობს და კვირას “კიელცესთან” მატჩში გოლის გატანას გეგმავს.

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას განახლების შემდეგ, “იაგიელონიამ” სტუმრად ორი მატჩი მოიგო და 1 მარტს მიმდინარე წელს პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.

“ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსამზადებელ პერიოდში გარკვეული პრობლემები მქონდა. ახლა ჯანმრთელად ვარ. მთავარია, რომ გუნდში ყველა 100 პროცენტით იხარჯება და ეს შედეგს იძლევა.

საშინაო მატჩში ცოტა განსხვავებულად ვითამაშებთ, ვიდრე აქამდე ჩატარებულ ორ შეხვედრაში. ეს ფეხბურთია და ყოველთვის გოლს ვერ გაიტან. მთავარია, საწყისი ორი შეხვედრა მოვიგეთ. ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. კვირას შევეცდები გოლი გავიტანო” – თქვა ძალამიძემ.

0.115033