სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:05 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის საუკეთესო სტარტი და შოტლანდიელების გარეშე დარჩენილი პრემიერლიგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთი

გასულ უქმეებზე, ევროპის წამყვან ჩემპიონატებში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული „ბარსელონას“ საკუთარ კედლებში მარცხი იყო.

ლუის ენრიკეს შანსი ჰქონდა გამხდარიყო „ბარსელონას“ პირველი მწვრთნელი, რომელიც თავის სადებიუტო სეზონში ზედიზედ 12 თამაშის მოგებას მოახერხებდა. თუმცა, კატალონიური კლუბი „მალაგასთან“ გამართულ შეხვედრაში უქულოდ დარჩა.

ანდალუსიელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს. ხუანმის გოლი „მალაგას“ მიერ „ბარსელონას“ კარში გატანილ ბურთთაგან უსწრაფესია.

„მალაგამ“ ანგარიში შესვენებამდე შეინარჩუნა, რაც „ბარსელონას“ წაგებას უქადდა. „კამპ ნოუზე“ გამართული ბოლო 18 თამაშიდან, რომლის პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა, 4 ფრედ დასრულდა და 12 სტუმართა გამარჯვებით.

საბოლოოდ, ლუის ენრიკეს შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და „მალაგა“ გახდა პირველი გუნდი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ ორივე თამაშში კარი მშრალად შეინახა. მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

„მალაგასთან“ წაგების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ის ფაქტი დავასახელოთ, რომ „ბარსელონას“, ბოლო დროს, დღის 4 საათზე (ადგილობრივი დროით) თამაში არ გამოსდის. კატალონიელებმა ამ დროს გამართული ბოლო 5 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

„მალაგას“ მოგების მხოლოდ თამაშის ჩატარების დროისთვის დაბრალება არ შეიძლება. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ შედეგს იმის წყალობით მიაღწია, რომ „ბარსელონას“ მისთვის უჩვეული ფეხბურთის თამაში აიძულა. ანდალუსიელები, დაცვის დროს, მობილიზაციას ცენტრში ახდენდნენ და კატალონიელებს ფლანგებიდან შეტევას აიძულებდნენ. შედეგად, „ბარსას“ ფლანგიდან ჩაწოდება 48-ჯერ მოუხდა, რაც 2005/06 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.

„მალაგას“ წინააღმდეგ მე-2 უსახური თამაში ჩაატარა ლეო მესიმ. მიმდინარე გათამაშებაში 5-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არგენტინელმა კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა და 2-ჯერ ეს „,მალაგას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა.

მდევრის წაგებით ისარგებლა „რეალმა“, რომელმაც „ბარსელონასთან“ სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა. „ელჩესთან“ მოგებული თამაში მადრიდელთა კაპიტნისთვის, იკერ კასილიასისთვის და გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის საიუბილეო იყო.

იკერ კასილიასი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატში, ერთი გუნდის მაისურით, მე-500 თამაში ჩაატარა. კასილიასი „რეალის“ ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ლა ლიგაში 328 თამაში მოიგო. მან რაულის რეკორდი გააუმჯობესა.

კარლო ანჩელოტიმ „რეალს“ მეასე თამაშში უთავკაცა და ესპანური ფეხბურთის რეკორდი მანაც დაამყარა. იტალიელი სპეციალისტი ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც 100 თამაშიდან 78 მოიგო. აქამდე რეკორდი ჟოზე მოურინიოს ეკუთვნოდა, რომელმაც პირველი 100 შეხვედრიდან გუნდს 77 მოაგებინა.

ანჩელოტიმ მოურინიოს კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა. პორტუგალიელის „რეალს“, პირველ 100 თამაშში, 81 ბურთი ჰქონდა გაშვებული, იტალიელის გაწვრთნილმა გუნდმა კი ამდენივე მატჩში 80 გოლი გაუშვა.

ასეთი სტარტი არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთისთვის, არამედ ანჩელოტისთვისაც სარეკორდოა. თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მან 100-ჯერ ან მეტჯერ ოთხ გუნდს უთავკაცა. „მილანში“ მუშაობის დროს, პირველი 100 თამაშიდან მან 49 მოიგო, „იუვენტუსში“ – 52, ხოლო „ჩელსიში“ – 62.

„ელჩესთან“ გამართულ მატჩში ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. ფრანგი თავდამსხმელი მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც გოლი ლა ლიგაში ამჟამად მოთამაშე 19 გუნდის კარში გაუტანია. მანამდე ეს, რა თქმა უნდა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს.

„ელჩეს“ მე-2 ბურთი ამ გუნდისთვის ღამის კოშმარად ქცეულმა კრიშტიანუ რონალდუმ გაუტანა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ალიკანტელებს მეშვიდედ გაუტანა. მას, „ელჩეს“ კარში ბურთი, საშუალოდ, ყოველ 35 წუთში ერთხელ გააქვს.

რონალდუმ, „რეალის“ მაისურით, 290-ე გოლი გაიტანა და მადრიდული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების დავაში მე-3 ადგილზე მყოფ სანტილიანას გაუთანაბრდა. პორტუგალიელმა 290 გოლი 281 თამაშში გაიტანა, ხოლო სანტილიანას ამ შედეგის მისაღწევად 645 მატჩი დასჭირდა.

უჩვეულოდ კორექტული თამაში გაიმართა „ელ მადრიგალზე“. „ვილიარეალმა“ და „ეიბარმა“ თამაშის წესები მხოლოდ 8-ჯერ დაარღვიეს. მიმდინარე გათამაშების არაცერთ სხვა მატჩში 15 ჯარიმაზე ნაკლები არ დაფიქსირებულა.

კარგი სეზონი აქვს „ვალენსიას“. „ღამურებმა“, პირველ 24 ტურში, 50 ქულა დააგროვეს, რაც მთელს წინა გათამაშებაში აღებულ ქულებზე ერთით მეტია. 24 ტურის შემდეგ ამაზე მეტი ქულა „ვალენსიას“ მხოლოდ 3-ჯერ ჰქონდა და გუნდი სამივე შემთხვევაში ჩემპიონი გახდა.

ინგლისი

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ინგლისის ჩემპიონატშიც. გათამაშების ლიდერმა, ლონდონის „ჩელსიმ“, გასავარდნ ზონაში მყოფ „ბარნლისთან“ ქულები საკუთარ მოედანზე დაკარგა. „არისტოკრატების“ მხრიდან ერთადერთი გოლი ბრანისლავ ივანოვიჩმა გაიტანა, რომელიც, ბოლო დროს, ძალიან შედეგიანია. 31 წლის სერბმა მცველმა, „ჩელსის“ მაისურით გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის ბოლო 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ მოხდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“, პრემიერლიგის ერთ გათამაშებაში, ერთ გუნდთან ორივე თამაში წააგო. შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლიდან 2 წელიც არ გასულა და „წითელმა ეშმაკებმა“ იგივე 4-ჯერ გაიმეორეს. ამჯერად, „მანჩესტერმა“ ორივე თამაში „სუონსისთან“ წააგო, რაც უელსური გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა. „სუონსის“ ნახევარმცველი კი სონ იენი კი პირველი აზიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „მანჩესტერს“, პრემიერლიგის ერთ სეზონში, ორივე თამაშში გაუტანა.

26-ე ტური წარმატებული გამოდგა მე-2 მანჩესტერული გუნდისთვის. „სიტიმ“, „ნიუკასლთან“ 5:0 მოგებულ შეხვედრაში, ანგარიში 72-ე წამზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. პრემიერლიგაში ასეთი სწრაფი პენალტი 1994 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

„სიტი“, 21-ე წუთზე, უკვე 3:0 იგებდა. „ქალაქელებმა“, პრემიერლიგის მატჩში, 3 გოლის ამაზე სწრაფად გატანა მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს, „ბარნლისთან“ მოახერხეს. 5 წლის წინათ „სიტი“ ანგარიშით 3:0 უკვე მე-7 წუთზე იგებდა.

ინგლისში გადასვლის შემდგე საუკეთესო სეზონს ატარებს დავიდ სილვა. ესპანელმა შემტევმა, „ნიუკასლთან“, 2 გოლი გაიტანა. მას, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 9 გოლი დაუგროვდა, რაც პირადი რეკორდია. „კაჭკაჭებთან“ გამართულ შეხვედრაში სილვამ საგოლე გადაცემაც გააკეთა. მან, პრემიერლიგის ერთ მატჩში 3 გოლში მონაწილეობა პირველად მიიღო.

პრემიერლიგის ზედიზედ მე-2 შეხვედრაში გაიტანა სამირ ნასრიმ. „სიტიში“ გადასვლის შემდეგ მას ასეთი შედეგი პირველად აქვს.

„არსენალის“ ესპანელმა შემტევმა, სანტი კასორლამ მორიგი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელს, მიმდინარე სეზონში, უკვე 6 პენალტი დაუგროვდა. ამაზე მეტი დანარჩენი 19 გუნდიდან არცერთს გაუტანია.

პრემიერლიგის ერთ გათამაშებაში 6 თერთმეტმეტრიანის გატანა „არსენალის“ ისტორიაში მე-2 შედეგია. რეკორდი ტიერი ანრის ეკითვის, რომელმაც 2003/04 წლების სეზონში 7 პენალტი გაიტანა. პერმიერლიგის რეკორდი კი ერთ სეზონში 11 თერთმეტმეტრიანის გატანაა.

„ტოტენჰემი“ თამაშის მიწურულს გატანილი გოლებით ქულების აღებას განაგრძობს. ლონდონურმა კლუბმა, ბოლო 5 წუთში გატანილი გოლით მე-13 ქულა აიღო. მიმდინარე გათამაშებაში, არცერთ სხვა გუნდს, 85-ე წუთის შემდეგ გატანილი გოლებით 6 ქულაზე მეტი არ აუღია.

„დეზებს“ ქულა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, ჰარი კეინმა მოუტანა, რომელმაც „ვესტ ჰემთან“ გამართულ შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა. მისი მე-2 გოლი 96-ე წუთზე გავიდა. მიმდინარე გათამაშებაში ამაზე გვიანი გოლი მხოლოდ მარტინ შკრტელს აქვს გატანილი, რომელმაც, „არსენალთან“ მატჩში, თავი 97-ე წუთზე გამოიჩნა.

სარეკორდო სერია შეწყვიტა ჯოი ბარტონმა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარცველმა ყვითელი ბარათი პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში ჰქონდა მიღებული. 32 წლის ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, თავისივე რეკორდს გააუმჯობესებდა, 32-ე წუთზე ის მოედნიდან რომ არ გაეძევებინათ.

„ლივერპულმა“ ევროტურნირის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტთან, „საუთჰემპტონთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 3 ქულა აიღო. მერსისაიდელებმა გოლი მეტოქის მოედანზე გამართულ ზედიზედ მე-5 თამაშში არ გაუშვეს, რაც 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელებს პერმიერლიგის სადებიუტო მატჩის წარმატებით ჩატარება ყოველთვის უჭირდათ. თუ არ ჩავთვლით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლებს, ბირმინგემული კლუბის ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამ გუნდის დამრიგებელმა პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრა მოიგო. „ასტონ ვილას“ ახალმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა „სტოკთან“ გამართული საშინაო დაპირისპირება წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირმინგემელთა ბოლო დამრიგებელი, რომელმაც პირველივე თამაშში იმარჯვა, კვლავ ჯონ გრეგორია. მან ეს 1998 წელს მოახერხა.

ინგლისის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის 26-ე ტური პირველი იყო 1984 წლის დეკემბრის შემდეგ, რომელმაც შოტლანდიელი მწვრთნელის გარეშე ჩაიარა. დროის ამ მონაკვეთში, შოტლანდიელებმა 30 ჩემპიონატიდან 19 მოიგეს.

გერმანია

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონტმა, მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ზედიზედ მე-2 თამაშში გაისეირნა. „ჰამბურგის“ 8:0 განადგურების შემდეგ, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა „პადერბორნთან“ 6:0 მოიგეს. ბუნდესლიგის ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა, 7 დღის განმავლობაში, თამაშში 6 ან მეტი გოლი 2-ჯერ გაიტანა. მანამდე ეს „დუისბურგმა“ 1966 წელს და ასევე „ბაიერნმა“ 2012 წელს მოახერხეს.

„ბაიერნის“ შედეგიანობა, დიდწილად, არიენ რობენის კარგი ფორმის დამსახურებაა. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, „პადერბორნთან“ შეხვედრაში, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. რობენს, ბუნდესლიგის ბოლო 8 თამაშში, 9 გოლი დაუგროვდა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გოლი ბუნდესლიგაში ამჟამად მოთამაშე 17 გუნდის კარში გაუტანია.

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა „აუგსბურგისა“ და „ლევერკუზენის“ თამაშში. შეხვედრის 94-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, მასპინძელთა მეკარე მარვინ ჰიტცი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ქულების გამყოფი გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში მეკარემ გოლი 2006 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. 9 წლის წინათ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი ჰანს-იორგ ბუტმა გამოიჩინა. მეკარემ პენალტის გარეშე გოლი ბუნდესლიგაში 2002 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. 13 წლის წინათ ეს ფრანკ როსტმა მოახერხა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო პერიოდი უდგას „დორტმუნდს“, რომელმაც ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო. იურგენ კლოპის გუნდი შტუტგარტს ეწვია და ადგილობრივ გუნდთან ზედიზედ მე-10 წაუგებელი თამაში ჩაატარა.

„შტუტგარტის“ 18 წლის თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ბუნდესლიგაში თავისი 50-ე თამაში ჩაატარა. ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ახალი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ძალიან შედეგიანია ბას დოსტი. ჰოლანდიელ თავდამსხმელს, „ვოლსფბურგის“ მაისურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ პირველ ორ სეზონში სულ 12 გოლი ჰქონდა გატანილი. მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში მან თავი 2-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ჩატარებულ 5 შეხვედრაში მან მეტოქეთა კარი უკვე 9-ჯერ აიღო. ბუნდესლიგაში, აქამდე, კალენდარული წლის პირველ 5 თამაშში 7 გოლზე მეტი გატანილი არავის ჰქონდა.

თუ სხვა ტურნირებსაც მივათვლით, დოსტის ანგარიშზე 2015 წელს ჩატარებულ 6 მატჩში 11 გოლია. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ამაზე მეტი (14) მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა.

„მაინცის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა მარტინ შმიდტს. შვეიცარიელი სპეციალისტი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც „მაინცს“ ბუნდესლიგის პირველივე თამაში მოაგებინა.

იტალია

იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა „იუვენტუსმა“, რომელმაც „ატალანტასთან“ ჩვეული შედეგი დააფიქსირა. ტურინელებმა ბერგამოელებს ზედიზედ მეათედ მოუგეს.

„იუვენტუსის“ მოგებაში თავისი წვლილი ანდრეა პირლომაც შეიტანა, რომელმაც „ატალანტას“ საჯარიმოს გარედან დარტყმით გაუტანა. ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან „იუვე“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში საჯარიმოს გარედან უკვე 14 გოლი გაიტანა. პირლომ კი, სერია A-ს ერთ გათამაშებაში, თერთმეტმეტრიანებისა და ჯარიმების ჩაუთვლელად 2 გოლი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაიტანა.

„იუვენტუსის“ მსგავსად, წარმატებული პერიოდი უდგას მე-2 ტურინულ გუნდს. „ტორინომ“ ზედიზედ მე-11 წაუგებელი თამაში ჩაატარა, რაც 1980 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.184865
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X