ფეხბურთი

16:59 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩს "რეალში" გადასვლა უნდოდა"

ფრანგული პსჟ-ს შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ "რეალში" თამაში სურდა.

"იბრაჰიმოვიჩს "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ მადრიდულ კლუბში თამაში სურდა, რაც იდეალური შესაძლებლობა იქნებოდა მისი მხრიდან გვარდიოლაზე შურისძიებისა."- განაცხადა რაიოლამ.

იბრაჰიმოვიჩი კატალონიურ კლუბს 2009 წლის ზაფხულში "ინტერიდან" შეუერთდა, მან “ბარსელონაში” ერთი სეზონი გაატარა და 29 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111972