ფეხბურთი

14:15 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკით "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესდა

Daily exspress-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი” "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელით რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა და ინგლისური კლუბი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 30 მილიონ ევროდ შეეცდება.
პოლონელი თავდამსხმელით "მანჩესტერის" გარდა ფრანგული პსჟ-ა დაინტერესებული.
ლევანდოვსკი "ბაიერნის" რიგებს გასულ წელს შეუერთდა და მას ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 20 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

0.110549