ფეხბურთი

23:53 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძის გამარჯვება, პაპავას მარცხი

პოლონეთის ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა “იაგელონიამ.” ნიკა ძალამიძის გუნდმა მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა სლასკის “ვროცლავი”. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, შეხვედრის მიწურულს კი მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში “ერმისმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამინას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი პაპავა, რომელმაც მოედანი 81-ე წუთზე დატოვა. “ნეა სალამინას” განაცხადში არ იმყოფებოდა შოთა გრიგალაშვილი.

კვიპროსის ჩემპიონატის გასვლით მატჩში გამარჯვება მოიპოვა უჩა ლობჟანიძის “ომონიამ.” ქართველი მცველი გუნდის განაცხადში არ იმყოფებოდა, მისმა გუნდმა კი ლიმასოლის “აელი” 1:0 დაამარცხა.

იტალიის რანგით მესამე ლიგის ჩემპიონატ ლეგა პროს ა ჯგუფში 26-ე ტურის მატჩი გამართა “სუდტიროლმა.” ირაკლი შეყილაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ლიდერ “ალესანდრიას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მოედანზე კი 69-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

0.112981