ფეხბურთი

22:52 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედი” ვალენსიური დუეტით დაინტერესდა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანური “ვალენსიას ორი წამყვანი მოთამაშით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ანდრე გომეშისა და ნიკოლას ოტამენდის დამატებას ეცდება, რისთვისაც 100 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი. მიმდინარე სეზონში ორივე ახალწვეული დიდებულად გამოიყურება და “ვალენსიას” გეგმებში მათი გაშვება არ შედის. ესპანურ კლუბს ფინანსური პრობლემები აღარ აწუხებს და პიტერ ლიმის გეგმებში კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება შედის.

მიმდინარე სეზონში ორივე მოთამაშემ 24 შეხვედრა ჩაატარეს და 2 გოლის გატანა მოახერხეს.

0.114564