ფეხბურთი

18:19 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტყებუჩავამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელს უხმო

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ 24 და 26 თებერვალს თბილისში სლოვაკ 17-წლამდელებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 თებერვლიდან ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” 22 ჭაბუკი შეიკრიბება.

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (“საბურთალო”), ლევან ისიანი (“დინამო”).

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა “დინამო”), გიორგი ბერძენაძე (“ტორპედო”), ომარ ბულუხაძე (“საბურთალო”), თორნიკე ჭურაძე (“ზესტაფონი”), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე 35-ე სკოლა).

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა “საბურთალო”), ვატო არველაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი (“დინამო”), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე “ლოკომოტივი”).

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე “ლოკომოტივი”), თორნიკე მუზაშვილი (“საბურთალო”), ირაკლი ბუღრიძე (“დინამო”), გიორგი გვასალია (“ვიტ ჯორჯია”).

სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. ამხანაგური მატჩები კი, 24 და 26 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი დღის 14:00 საათზე დაიწყება და „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩატარდება.

თურქეთში უამინდობის გამო, “ქასიმფაშას” ფეხბურთელი ვატო არველაძე 17-წლამდელებს ერთი დღით გვიან შეუერთდება.

სლოვაკები თბილისს 23 თებერვალს ეწვევიან, ხოლო მატჩები მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

3 მარტს ტყებუჩავას შეგირდები გერმანიაში გაემგზავრებიან და ელიტრაუნდამდე დასკვნით შეკრებას გაივლიან.

0.162262