ფეხბურთი

22:34 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ვასკესი იტალიის ნაკრებში თამაშზე თანახმაა

სიცილიური “პალერმოს” არგენტინელმა ნახევარმცველმა ფრანკო ვასკესმა “გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა, რომელიც იტალიის ნაკრების თემას შეეხებოდა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველს დედა იტალიელი ჰყავს და ბოლო პერიოდში იტალიის ნაკრებში მის გამოძახებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. ვასკესის თქმით, იგი ანტონიო კონტეს მიწვევას სიამოვნებით დათანხმდება.

- იტალიის ნაკრებში თამაშზე რას ფიქრობთ?

- ყოველთვის ვამბობდი, რომ ნახევრად იტალიელი ვარ. დედაჩემი პადოვადანაა. ჩემთვის ლურჯი მაისურის ჩაცმა საამაყო იქნება.

- კონტემ უკვე დაგირეკათ. რა გითხრათ?

- რეალურად იგი მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა ჩვენთან, ბოკადიფალკოში იმყოფებოდა. მას მერე, არაფერი გამიგია.

- რას ფიქრობთ, ნაკრების მწვრთნელის შესახებ?

- ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. სხვანაირად ზედიზედ სამ სკუდეტოს ვერ მოიგებდა. ძალზე მახსენებს ჯუზეპე იაკინის (“პალერმოს” მწვრთნელი – ავტ). ისიც სწრაფ და ლამაზ თამაშს ითხოვს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მწვრთნელი.

- იტალიის ნაკრებში სად გირჩევნიათ თამაში. შეტევაში ძაძას გვერდით თუ ნახევარდაცვაში პირლოსთან და მარკიზიოსთან ერთად?

- ვფიქრობ, უფრო სასარგებლო შეტევაში ვარ. თუმცა თუ კონტე შუახაზში თამაშს დამავალებს, არც ეს იქნება პრობლემა.

- მარტში, იტალია სოფიაში ბულგარეთს შეხვდება. მზად ხართ ამ მატჩისთვის?

- კარგი იქნებოდა. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი ნაადრევია.

- რას ფიქრობს დედათქვენი მარინა იტალიის ნაკრებში თქვენს შესაძლო თამაშზე?

- გახარებულია, მაგრამ ყოველთვის მეუბნება, რომ გადაწყვეტილება ჩემით მივიღო, ის რაც ჩემთვის უკეთესი იქნება.

ფრანკო ვასკესი წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს და სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. იტალიის ჩემპიონატში მან უკვე მოახერხა 7 გოლის გატანა.

ვერონა   2 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ატალანტა   1 - 3    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   4 - 3    უდინეზე

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   1 - 2    პალერმო

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 4    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

ფიორენტინა   3 - 0    კიევო

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   4 - 3    ემპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ტორინო   5 - 0    ჩეზენა

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   3 - 1    ჯენოა

შემადგენლობა

მოვლენები

სამპდორია   2 - 2    პარმა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.229265