ფეხბურთი

20:38 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: “ჩელსი” 4:0 მოიგებს”

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება. დღის ცენტრალურ მატჩში ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდება. თამაშამდე პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ფრანგულ გამოცემა “ლე პარიზიენს” ესაუბრა.

ფეხბურთელმა დღევანდელ თამაშზე თავისი პროგნოზი გააკეთა და დაანონსა, რომ იტალიაში სათამაშოდ აუცილებლად დაბრუნდება.

“აქამდე მითქვამს, რომ სერია A-ში სათამაშოდ დავბრუნდები, თუმცა დიდი ხნის შემდეგ. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და უახლოეს მომავალში გუნდის შეცვლას არ ვაპირებ.

ჩვენ, იტალიელები ცრუმორწმუნე ხალხი ვართ. გვირჩევნია ვთქვათ, რომ მეტოქე მოიგებს. დღევანდელ თამაშზე ჩემი პროგნოზია 4:0 მათ სასარგებლოდ”, – განაცხადა ვერატიმ.

პსჟ-სა და “ჩელსის” დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133907