ფეხბურთი

17:57 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუისი: “კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია”

“პარის სენ-ჟერმენის” ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი ჟურნალისტებთან წარსდგა და ჩემპიოთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

27 წლის ფეხბურთელმა ყოფილი გუნდი აქო და დასძინა, რომ “არისტოკრატები” შარშანდელზე ძლიერები არიან. მან განსაკუთრებით დიეგო კოშტაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით შესანიშნავი ფეხბურთელია და გუნდელებს დიეგოსთან თამაშისას დიდი სიფრთხილე მოუწოდა.

“კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია და გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს. მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ნებისმიერი მომენტის გამოყენება შეუძლია.

საჭიროა, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, გავიტანოთ პირველი გოლი და შეხვედრა ჩვენი ინიციატივით წავიყვანოთ. “ჩელსის” ესმის მოურინიოს სათამაშო ფილოსოფია და მათთვის უფრო ადვილია მეორე ნომრად თამაში.

მიმდინარე სეზონში მათ ისეთი მოთამაშეები დაიმატეს, როგორებიც არიან: დიეგო კოშტა, სესკ ფაბრეგასი და სხვები. ისინი შარშანდელზე ძლიერები არიან.

წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს იქნება ორი შესანიშნავი გუნდის, კარგი ფეხბურთელებისა და საოცარი მწვრთნელების დაპირისპირება. დანარჩენი კი, მოედანზე უნდა დავამტკიცოთ”, - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ლუისი “ჩელსიში” 2011-2014 წლებში თამაშობდა და 143 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123577