სხვა

19:12 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “თბილისი2015”-ს საორგანიზაციო კომიტეტსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი2015”-ს საორგანიზაციო კომიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს თსსუ-ს რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და “თბილისი2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს ხელი.

საორგანიზაციო კომიტეტისა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით შემოიფარგლება: ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, მომზადება და მონაწილეობა იმ პროექტებსა თუ კამპანიებში, რომლებიც ჩამოაყალიბებს მოხალისეთა მოტივაციას.

ზურაბ ვადაჭკორია (თსსუ-ს რექტორი): “ჩვენი უნივერსიტეტი ჩართულია ასეთ სპორტულ აქტივობებში. ჩვენი მოხალისე სტუდენტები და მთელი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რაც ჩვენ ძალებშია ხელს შევუწყობთ აღნიშნული ღონისძიების კარგად ჩატარებას. საკმაოდ დიდი ტურნირი ტარდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანია”.

ალექსი ახვლედიანი (“თბილისი2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე): “როგორც იცით, თბილისი ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს მასინძლობს. ამ ტურნირის კარგად ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ 2500 მოხალისე დაგვეხმარება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებაში. ვიცი სამედიცინო უნივერსიტეტიდან ბევრი დარეგისტრირდა მოხალისედ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. თსსუ პირველი უნივერსიტეტია, ვისთანაც აღნიშნულ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, ასევე სხვა უნივერსიტეტებთანაც იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ამ ფესტივალს მარტო ჩვენ ვერ ვუმასპინძლებთ, მხოლოდ საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობით შევძლებთ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობას”.

საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა დამსწრე სტუდეტებს პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ორგანიზატორები სტუდენტებს უხსნიდნენ თუ როგორ უდნა დარეგისტრირდნენ მოხალისედ.

0.153573