ფეხბურთი

11:38 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა “ატლეტიკოს” შეუთანხმდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” შემტევი სანტი კასორლა ზაფხულიდან კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა და “როხიბლანკომ” მოლაპარაკება უკვე გამართეს და ტრანსფერი შედგება.

30 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და 34 მატჩში მისი მონაგარი 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ესპანელს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 26 მილიონ ევროს შეადგენს.

0.115849