ფეხბურთი

13:09 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ და პორტუგალიამ ამხანაგური დაგეგმეს

პორტუგალიის და იტალიის ეროვნული ნაკრებები 16 ივნისს ყატარის დედაქალაქ დოჰაში იასიმ ბინ ჰამადის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს გამართავენ. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

12 ივნისს, ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე “სკუადრა აძურა” ხორვატიას სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალია აგრეთვე გასვლაზე – სომხეთს. 4 დღეში კი ორივე ნაკრები ყატარში გამართავს შეხვედრას.

აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს აქამდე 23-ჯერ დაუპირისპირდნენ. იტალიელებმა 17 მატჩში იმარჯვეს, პორტუგალიელებმა მეტოქე 4-ჯერ დაამარცხეს, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110377