ფეხბურთი

18:36 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდება

კვიპროსული “ნეა სალამინას” შემტევი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი მოედანს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

გრიგალაშვილმა 13 თებერვალს დილას გაიკეთა საზარდულის ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა.

28 წლის ქართველი ფეხბურთელი “ნეა სალამინაში” 2015 წლის იანვარში გადავიდა და ერთი თამაში ჩაატარა, რომელშიც გოლი გაიტანა. თუმცა, ტრავმა მიიღო და საქმე ოპერაციამდეც მივიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11447