ფეხბურთი

23:51 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის ნაკრები შესაძლოა მიჩელმა გაწვრთნას

იაპონიის საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა ესპანელმა სპეციალისტმა მიჩელმა გაწვრთნას – იუწყება გამოცემა Sponichi.

ამომავალი მზის ქვეყანას ბოლოს მექსიკელი ხავიერ აგირე წვრთნიდა, რომელმაც აზიის თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდგომ დატოვა დაკავებული პოსტი.

მას შემდეგ იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და მას რამდენიმე კანდიდატს უკავშირებენ. იტალიელმა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ აზიელთა გაწვრთნა იურა. სამაგიეროდ, იაპონელები შესაძლოა ესპანელმა სპეციალისტმა მიჩელმა დამოძღვროს, რომელიც “ოლიმპიაკოსიდან” წამოსვლის შემდგომ უმუშევარია.

იაპონელთა ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თეგებიმიჩელი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111149