ფეხბურთი

21:40 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერანმა” თურქული შეკრება დაასრულა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” დღეს ბოლო შეხვედრა გამართა რუმინულ “ვოლუნტართან”. წესით, მარტვილელების სპარინგ-მეტოქე მოსკოვის “სპარტაკის” დუბლები უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს მატჩი არ შედგა და საბოლოოდ რუმინელებზე გაკეთდა არჩევანი.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, უშეღავათო ორთაბრძოლებით წარიმართა. ანგარიში რუმინელებმა გახსნეს. გაშვებული გოლის შემდეგ “მერანმა” მწვავედ შეუტია მეტოქეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექნა “ვოლუნტარის” კართან. განსაკუთრებით ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა მერანელთა ახალწვეულ საბა ლომიას, მეორე ეპიზოდში კი დათა ციცხვაიამ გაუშვა გოლის გატანის რეალური შანსი.

მთლიანობაში აღნიშნული მატჩი საკმაოდ უხეშიც გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “მერანის” და “ვოლუნტარის” ფეხბურთელებს შორიც მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც საბოლოოდ მსაჯმა შეხვედრა დროზე ადრე დაასრულა.

მარტვილელები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან და მეორე წრისთვის მზადებას უკვე შინ, საკუთარ, განახლებულ არენაზე გააგრძელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112185