ფეხბურთი

21:23 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” “მონტანასთან” დამარცხდა

როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თურქულ შეკრებაზე მყოფმა “საბურთალომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ბულგარული “მონტანას” წინაღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხა.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი 4 გოლი გავიდა. “საბურთალოს” შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი გიორგი ხარაიშვილმა სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.

“საბურთალოს” შემდეგი მატჩი 15 თებერვალს “კრილია სოვეტოვის” წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა შესაძლოა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართოს და რუსულ კლუბთან დაგეგმილი მატჩის თარიღი შეიცვალოს.

“საბურთალო”: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, ჯიქია, გოშთელიანი.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე შევიდნენ: გვარაძე, ბიძინაშვილი, ბეროშვილი, ხორხელი.

0.115052