ფეხბურთი

13:06 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: “მომენტების რეალიზებაში მოვიკოჭლებთ”

ანდრეს ინიესტამ ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ვილიარეალთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა. კატალონურმა გუნდმა 3:1 დაამარცხა მეტოქე, თავად ინიესტამ კი ერთი გოლის გატანა მოახერხა.

“ყოველთვის მჯეროდა თანაგუნდელების. “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანია მატჩის ბოლომდე მუდმივ მოძრაობაში თამაში, რაც გვეხმარება თამაშის სრულყოფილებაში. დღევანდელ შეხვედრაში მაღალ დონეზე ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ გამარჯვებით”, - აღნიშნა ინიესტამ.

“ფეხბურთელებმა ვიცით, რომ გუნდს უფრო მეტი გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ მომენტების რეალიზებაში მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა, შედეგიან ფეხბურთს ვთამაშობთ და გამარჯვებისთვის საკმარის გოლებს ვიტანთ”, - დაასრულა ნახევარმცველმა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის “ელ მადრიგალზე” 4 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113338