ფეხბურთი

17:51 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოისანდერი “სამპდორიაში” ითამაშებს

ამსტერდამის “აიაქსის” ფინელი ცენტრალური მცველი ნიკლას მოისანდერი, მომდევნო სეზონიდან, იტალიურ “სამპდორიაში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, 29 წლის უკანახაზელმა “სამპდორიასთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ის უკვე გენუაშია და სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.

მოისანდერსა და “აიაქსს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ამსტერდამულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112014