ფეხბურთი

12:14 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები სლოვაკებთან თბილისში ისპარინგებენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 24 და 26 თებერვალს ორ ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკ თანატოლებთან თბილისში ჩაატარებს. სლოვაკები საქართველოს 23 თებერვალს ესტუმრებიან. ორივე თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი 17-წლამდელები მთავარ მწვრთნელ გოჩა ტყებუჩავას ხელმძღვანელობით შეკრებას 20 თებერვალს დაიწყებენ და გუნდის შემადგენლობაც მაშინ გაირკვევა.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადების ბოლო ეტაპს 17-წლამდელები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაივლიან, სადაც 3 მარტს ჩავლენ. ელიტ რაუნდის მასპინძელ ჰოლანდიას 11 მარტს მიაშურებენ. მატჩები ქალაქ უდენში ჩატარდება და მასპინძელი ჰოლანდიელების გარდა, ქართველების მეტოქეები ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია არიან.

ფინალურ ეტაპზე, რომელიც წელს პირველად 16-გუნდიანი იქნება, ელიტრაუნდის 8 ჯგუფიდან პირველადგილოსნები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხდებიან. მათ მასპინძელი ბულგარეთი დაემატება.

0.144953