ფეხბურთი

21:42 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” “ჩერნომორეცთან” დამარცხდა

თურქეთში შერებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. წინა შეხვედრაში მარტვილელებმა ყაზახურ “აქტობესთან” ითამაშეს (1:1). დღევანდელი მეტოქე კი ოდესის “ჩერნომორეცი” გახლდათ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საფეხბურთო ფორტუნას ოდნავ რომ გაეღიმა “მერანისთვის”, მოგებას თუ არა ფრეს მაინც მოიპოვებდა.

პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში “მერანის” უკრაინელმა დამრიგებელმა ცვილელებებს მიმართა და არაერთ ფეხბურთელს მისცა შანსი თამაშში ჩართულიყო. ერთადერთი გოლი სწორედ მეორე ნახევარში გავიდა “მერანის” კარში. გაშვებული გოლის შემდეგ გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს მარტვილელებმა და ჯერ პაპუნა ფონიავას მიერ შესრულებული შესანიშნავი დარტყმის შემდეგ იხსნა მეკარემ საკუთარი გუნდი, კიკნაველიძის უძლიერესი დარტყმა კი კარის ზედა ძელმა აისხლიტა.

“მერანი” მომდევნო მატჩს 12 თებერვალს მოსკოვის “სპარტაკის” დუბლებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113255